ლუგანსკის ოლქში, რუსული დაბომბვის შედეგად, 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაშავდა

რუსული ძალების მიერ ქალაქ სევეროდონეცკში მომხდარი დაბომბვის შედეგად, 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაშავდა.

ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

„ძირითადად, რუსებმა საცხოვრებელი კორპუსები ამოიღეს მიზანში და მათზე მიიტანეს იერიში“, – აღნიშნა გაიდაიმ.

მისი თქმით, დაღუპულთა რაოდენობა საბოლოო არ არის, რადგან ცეცხლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის შემოწმება შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები