„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად 18,4 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
„ჩვენ მოვახდინეთ 18,4 მილიარდი აშშ დოლარის საბიუჯეტო მხარდაჭერის მობილიზება, რათა დავეხმაროთ უკრაინას დაფაროს თავისი ფინანსური ხარვეზი და გააგრძელოს უკრაინელი ხალხისთვის ძირითადი სერვისების მიწოდება“, – აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში.