რატი იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიცია სასოწარკვეთილია
“ფაქტია, რომ რადიკალური ოპოზიცია სასოწარკვეთილია. ეს ბუნებრივია და განპირობებულია მათი კრიმინალური, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებიდან გამომდინარე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კრიმინალებს ქართული საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა არასდროს ექნებათ.
ფაქტია, რომ რადიკალური ოპოზიცია სასოწარკვეთილია. ეს ბუნებრივია და განპირობებულია მათი კრიმინალური, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებიდან გამომდინარე, რომელსაც უარი უთხრა არა მხოლოდ ჩვენმა საზოგადოებამ, არამედ მათმა ამომრჩეველმაც. დღეს მათ შიგნით აქვთ გამოცხადებული კონკურენცია, ვის უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, მაგრამ ჩვენი საზოგადოება და პარტნიორები რწმუნდებიან, რომ კრიმინალებს ქართული საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა არასდროს ექნებათ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.