Reuters: გაღიზიანებულმა ჩავუშოღლუმ ნატო-ში შვედეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებისას კოლეგასთან “ხმას აუწია”

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების გეგმების განხილვისას კოლეგასთან, ან ლინდესთან საუბარში “ხმას აუწია”.

როგორც ​Reuters-ს წყაროებმა უამბეს, საუბარია “დიპლომატიური პროტოკოლის მნიშვნელოვან დარღვევაზე”.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, ჩავუშოღლუმ ლინდეს უთხრა, რომ „მას აღიზიანებს მისი ფემინისტური პოლიტიკა, რომელმაც დაძაბულობა გამოიწვია“.

ამასთან, Reuters-ის ინფორმაციით, ნატო-ში ნათლად მიანიშნეს, რომ თურქი ჩინოვნიკებისგან ალიანსისთვის “ისტორიულ მომენტში” ამგვარ საქციელს არ ელოდნენ.

„ჩვენ შევეცადეთ გაგვეგო, რა სურდა ჩვენს თურქ კოლეგას “, – თქვა ერთ-ერთმა დიპლომატმა ანონიმურობის პირობით.

ამავდროულად, გამოცემის თურქული დიპლომატიური წყარო ირწმუნება, რომ ჩავუშოღლუმ „პატივისცემით დააფიქსირა თურქეთის პოზიცია“ და უარყო ლინდეს მტკიცება, რომ ანკარას, თითქოსდა, არ სურს, შვედეთი ნატო-ში იხილოს სამეფოს მიერ გატარებული „ფემინისტურ საგარეო პოლიტიკის“ გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები