მიხეილ სააკაშვილი: მე ვარ აბსოლუტურად სუფთა

  საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიაჩნია, რომ სამართლებრივი თვლასაზრისით „აბსოლუტურად სუფთაა“. ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” განაცხადა.
“მე ვარ აბსოლუტურად სუფთა. ვერაფერი მოიგონეს და ამიტომ წამოწიეს 7 ნოემბრის საქმე, თუმცა აქაც მარტო ჩვენებები აქვთ. სტალინის პროკურორი ვიშინსკი ამბობდა, არ გვაინტერესებს არაფერი, ჩვენებები არის დედოფალი მტკიცებულებებისო. ის იყო საბჭოთა კავშირი და სირცხვილია, რომ იგივე ხდება 21-ე საუკუნეში. როცა არაფერი გაქვს ხელში და მაინც აკეთებ, ე.ი შავ საქმეს აკეთებ და უსამართლობა მთავრდება ცუდად. ხომ იძახდნენ ჩვენზე, დახოცეს ხალხი და “ბუტკის” თავზე შემოაგდესო? – სად არის, რატომ არ გააკეთეს გვამების ექსჰუმაცია? რა უნდა ამას? 2 წუთში შემოწმდება – თუ ექსპერტიზა იტყვის, რომ დენს არ მოუკლავს, ე.ი. დენს არ მოუკლავს”, – აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, რუსეთში მიაჩნიათ, რომ 2012 წლის არჩევნები საქართველოში ბოლო წლებში ჩატარებული ყველაზე წარმატებული სპეცოპერაცია იყო. სააკაშვილის განცხადებით, ამის შესახებ უშიშროების საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე თავად ვლადიმერ პუტინმა თქვა, რის შესახებაც “მეგობრებისგან” იცის.
“რუსებს მიაჩნიათ, რომ 2012 წლის არჩევნები მათი სპეცოპერაცია იყო თავისი ბედუკაძეებით, კადრებით, ინაშვილებით, პროპაგანდით და ა.შ”, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები