მიხეილ სააკაშვილი: ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი მტერთან პირდაპირ თანამშრომლობდნენ

  ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ნინო ბურჯანაძე დასაჭერი იყო. როგორც სააკაშვილმა გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” განაცხადა, ბურჯანაძე იმის გამო არ დაიჭირეს, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის, რომლებიც უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, შურისძიება “გზა არ არის”.
“ჩვენ რატომ არასდროს არ დაგვიპატიმრებია პოლიტიკური ლიდერი? იმიტომ კი არა, რომ კარგი ხალხი იყო – ბურჯანაძე იყო დასაჭერი რომ გავყოლოდით იმას, რომ ის და ნოღაიდელი მტერთან პირდაპირ თანამშრომლობდნენ, მაგრამ საქართველოსნაირ პატარა ქვეყანაში, სადაც სამოქალაქო ომის, არეულობების, შეტაკებების, სისხლისღვრის ჭრილობა იყო ახალი, ჩვენ არ გვქონდა ასეთი დამახინჯებული მენტალიტეტისა და პირდაპირ ვიტყვი, მტრულად განწყობილი ელემენტების დაჭერის ფუფუნება. ინგლისში და ამერიკაში ასეთ ხალხს მაშინვე დაიჭერდნენ, მაგრამ ჩვენისთანა ქვეყანაში შურისძიება არაა სწორი. შურისძიება არაა გზა ჩვენ იმდენი გამოწვევა გვაქვს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები