მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი და პატარკაციშვილი მტრები იყვნენ 2007 წლის ნოემბრის აქციების დროს

   ბიძინა ივანიშვილი უკიდურესად გადამწყვეტი მოქმედებების მომხრე იყო – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” განაცხადა. ექსპრეზიდენტის თქმით, ივანიშვილი პატარკაციშვილის წინააღმდეგ მერაბიშვილს ყველანაირი სახის ხრიკებით მოქმედებას ურჩევდა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ივანიშვილი და პატარკაციშვილი მტრები იყვნენ, ამიტომ ივანიშვილი მზად იყო ბოლომდე წასულიყო.
“აქციების პერიოდში მეც მქონდა ივანიშვილთან კონტაქტი, თუმცა ვანოსთან დღეში 50-ჯერ იმართებოდა სატელეფონო საუბარი – შეიძლება ვაზვიადებ, მაგრამ ბევრჯერ. რამდენადაც ვიხსენებ, ის იყო უკიდურესად გადამწყვეტი მოქმედებების მომხრე. უფრო მეტიც, ვანოს ურჩევდა ყველანაირ ხრიკებს პატარკაციშვილის წინააღმდეგ და ვანოსთვის ეს საინტერესო იყო, იმიტომ რომ ერთმა რუსმა ოლიგარქმა უკეთესად იცოდა მეორის ჩვევები. ისინი იყვნენ მტრები და ივანიშვილი მზად იყო წასულიყო ბოლომდე – როგორც ჩანს, ის ხედავდა კონკურენტს პატარკაციშვილში”, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები