გერმანიაში, რუსეთში რეპრესირებულ ჟურნალისტებს გამარტივებული წესით მიიღებენ

რუსეთში მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ რეპრესიების გამო, გერმანიაში ჟურნალისტებს გამარტივებული წესით მიიღებენ.

როგორც ქვეყნის შს მინისტრმა, ნენსი ფეზერმა თქვა, იგეგმება შესვლის, ასევე, ქვეყანაში ყოფნის წესების გამარტივება.

ამის შესახებ მან Der Spiegel-თან საუბარში თქვა.

მისი თქმით, გერმანიის მთავრობა კვალიფიციური სპეციალისტების საიმიგრაციო კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც, მათ შორის, ქვეყანაში შესვლას ჟურნალისტებსაც გაუადვილებს.

გარდა ამისა, ბერლინი განიხილავს ჟურნალისტების მიღების პროგრამის გახსნის შესაძლებლობას.

ფეზერის თქმით, ამჟამად, მმართველი კოალიციის წევრებს შორის დეტალების კოორდინაცია მიმდინარეობს.

იგეგმება, რომ ახალი ნორმა ზაფხულის საპარლამენტო არდადეგების დაწყებამდე იქნება მზად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები