პოდოლიაკი: უკრაინას სუვერენიტეტის დათმობა არაერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა შესთავაზა, რათა პუტინისთვის სახე შეენარჩუნებინათ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინას სუვერენიტეტის დათმობა არაერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა შესთავაზა, რათა ვლადიმერ პუტინისთვის სახე შეენარჩუნებინათ.

მისი თქმით, უკრაინული საზოგადოება მსგავს მოთხოვნებს მხარს არ დაუჭერს.

„ზოგადად, ეს განცხადებები არა მხოლოდ ბატონი მაკრონის, არამედ  სხვა ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან უცნაურია. ცხადია, რომ უკრაინული საზოგადოება მსგავს მოთხოვნებს არავითარ შემთხვევაში არ დაუჭერს მხარს. ასევე, რუსეთის ფედერაციასთან დათმობაზე წასვლა „მინსკ-3“-ს ნიშნავს და, შესაბამისად, გადადებულ ომს. ევროპის პოლიტიკურმა ელიტამ ეს უნდა გაიგოს, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებს. ჩვენ ამას შეგნებულად არ დავთანხმდებით.

ჩემთვის გაუგებარია ომის 83-ე დღეს ევროპაში მსგავსი აზრები რატომ ჩნდება. მათ ალბათ რუსეთის ფედერაციასთან ბიზნესის ჩვეულ წესებთან დაბრუნება სურთ, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს აღარ მოხდება, რადგან რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო დანაშაულები დაფიქსირდა“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები