გიორგი ცუცქირიძე: ვინ ან რა კრიტერიუმით შეაფასა ოპოზიციური მედიის მეინსტრიმული ხასიათი და კრიტიკულობა? – ეს არის ოპოზიციის და მისივე მხარდამჭერი მედიის აცდენა რეალობასთან

ფსევდო ლიბერალიზმით და ფსევდო ღირებულებებით შენიღბული დღევანდელი ქართული ოპოზიციის რეალურ სახეს ტერმინთა ინტერპრეტაციებიც ასახავს. საკუთარ მხარდამჭერ მედიას ახლა, რომ  ე.წ კრიტიკული მედიის სახელით, მანამდე კი მეინსტრიმულ მედიად ატირაჟირებდენ, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, მათი კრიტიკულ და მეინსტრიმულ მედიებად შეფასება ოპოზიციისა და მათივე მხარდამჭერი მედიის რეალობასთან აცდენაა.

„ფსევდო ლიბერალიზმით და ფსევდო ღირებულებებით შენიღბული დღევანდელი ქართული ოპოზიციის რეალურ სახეს ტერმინთა ინტერპრეტაციებიც ასახავს. საკუთარ მხარდამჭერ მედიას ახლა, რომ  ე.წ კრიტიკული მედიის სახელით, მანამდე კი მეინსტრიმულ მედიად ატირაჟირებდენ?! ვინ ან რა კრიტერიუმით შეაფასა ამ მედიის ჯერ მეინსტრიმული ხასიათი ან ახლა კრიტიკულობა, ეს არის უფრო საინტერესო, რაც არც არავის აინტერესებს. ან კრიტიკულობა რაში აისახება ერთი და იგივე ე.წ გაცვეთილი და პოლიტიკურად ნაკლებად აქტუალური სახეების სტუდიებში მოწვევაში თუ ერთი და იგივე თემების შემოთავაზებაში, როგორც წესი, ფაქტობრივად, ხელისუფლების ლანძღვაში? – არა მგონია რაიმე საერთო კრიტიკულ აზრთან ჰქონდეს. ეს არის ზოგადად, ოპოზიციის და მისივე მხარდამჭერი მედიის აცდენა რეალობასთან, რაც საერთაშორისო შეფასებებში ოპოზიციის ფაქტობრივად ნულთან გათანაბრებულ რეიტინგებშია ასახული.

ნებისმიერი მედიის შეფასების ერთადერთი და შედარებით ზუსტი მახასიათებელი და მათი გადაცემების მრავალფეროვნება, ყურებადობა ანუ რეიტინგებია.

დღევანდელი მონაცემებით ტელეკომპანია „იმედის“ რეიტინგი აღემატება ერთად აღებული ე.წ კრიტიკული მედიის ჯამურ რეიტინგს! მე არ ვაპირებ იმის შეფასებას კრეატიულად რამდენად კარგი ან ცუდი,  ან სუბიექტურია თავად ეს ტელეკომპანია. იმ შემთხვევაშიც კი თუ დავუშვებთ, რომ  „იმედი“ სუბიექტური და პროსახელისუფლებოა, გამოდის, რომ ოპოზიციური მედია გაცილებით სუბიექტური, დეზინფორმაციის და „ფეიკ ნიუსების“ კონვეიერი უფროა, ვიდრე მედია.

ახლა მთავარი კითხვაც, მაშინ როდესაც ეს რეიტინგ შეკვეცილი და  „კრიტიკულად“ წოდებული მედია აშშ-ის ელჩს ხვდება, თავად ქართული საზოგადოების  აზრს და ინტერესს რამდენად გამოხატავს?“, – წერს ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები