ისრაელმა ლიბანში საჰაერო დარტყმები გააფართოვა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა.
ისრაელმა ბეირუთთან ახლოს, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიას და დედაქალაქის სამხრეთით მდებარე სხვა ტერიტორიებს, ასევე ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება „ჰეზბოლას“ პოზიციებს დაუმიზნა.
როგორც მედია აღნიშნავს, ლიბანი ორშაბათს ახლო აღმოსავლეთის ომში ჩაერთო, როდესაც “ჰეზბოლამ” ისრაელს, ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობის საპასუხოდ დაარტყა.
ოთხშაბათს, ჰაზმიაში, სასტუმროზე საჰაერო დარტყმა განხორციელდა, რაც ისრაელის პირველი თავდასხმაა ბეირუთის გარეუბანში, უპირატესად ქრისტიანებით დასახლებულ უბანზე, პრეზიდენტის სასახლისა და რამდენიმე საელჩოს მახლობლად.