თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჰათაიში ირანის რაკეტა ჩამოაგდეს

ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში გაანეიტრალეს,- ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ირანიდან გაშვებული რაკეტა, რომელმაც ერაყისა და სირიის საჰაერო სივრცის გავლით, ჰათაის მახლობლად თურქეთის საჰაერო სივრცე გაიარა, ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს. რაკეტის ნამსხვრევები დორტიოლის (ჰათაი) მახლობლად ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა. შედეგად არავინ დაშავებულა “, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ისინი იტოვებენ უფლებას, პასუხი გასცენ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ მტრულ ქმედებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები