შრი-ლანკის სანაპიროსთან ირანული სამხედრო გემი ჩაიძირა – ეკიპაჟის წევრებს ამ დრომდე ეძებენ
წყალქვეშა ნავმა, რომლის წარმომავლობა ამ დროისთვის უცნობია, შრი-ლანკას სანაპიროსთან ირანის ფრეგატი „დენა“ ჩაძირა,- ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ფრეგატის ეკიპაჟის 101 წევრი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მაშველებმა 32 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.
შრი-ლანკის საზღვაო და საჰაერო ძალებმა ერთობლივი სამაშველო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყეს, რაც გემმა განგაშის სიგნალი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მას დაეჯახნენ.
შრი-ლანკის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისინი IRIS Dena-ს ეკიპაჟის დანარჩენ წევრებს ეძებენ, რომელიც კუნძულიდან სამხრეთით დაახლოებით 40 კილომეტრში ჩაიძირა.
ჩაძირვის მიზეზი ოფიციალურად ჯერ არ არის ცნობილი.