ამერიკამ ახლო აღმოსავლეთში დამატებითი გამანადგურებლების ჩასვლის შესახებ განაცხადა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა, ახლო აღმოსავლეთში მეტი გამანადგურებლისა და ბომბდამშენის ჩასვლის შესახებ განაცხადა.

„დღეს, ახლა, საჰაერო სივრცის სრული კონტროლით, მეტი ბომბდამშენი და გამანადგურებელი ჩავა“, – განაცხადა ჰეგსეთმა პრესკონფერენციაზე.

ამასთან, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარის თქმით, აშშ-ის შეიარაღებული ძალები ირანის ტერიტორიაზე „უფრო ღრმად“ დარტყმებს დაიწყებენ.

“ჩვენ თანმიმდევრულად განვახორციელებთ დარტყმებს უფრო დიდ სიღრმეზე, რაც ამერიკელ ჯარებს მანევრირების დამატებით თავისუფლებას მისცემს“, – განაცხადა დენ კეინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები