თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანელი კოლეგა გააფრთხილა და კონფლიქტის ესკალაციისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი თურქეთის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმის შემდეგ, თავის ირანელ კოლეგას, აბას არაღჩის ტელეფონით ესაუბრა და განუცხადა, რომ კონფლიქტის ნებისმიერი ესკალაცია მიუღებელია, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყარომ განაცხადა.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა თურქეთის ცაში განადგურდა, რაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყების შემდეგ პირველად მოხდა.

საუბრისას თურქეთის დიპლომატიის ხელმძღვანელმა გააჟღერა ანკარის რეაქცია ირანიდან თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიმართულ რაკეტასთან დაკავშირებულ ინციდენტზე, რომელიც განეიტრალდა.

“ირანიდან გაშვებული რაკეტა ერაყისა და სირიის საჰაერო სივრცეში გადაფრინდა და ჰათაის რეგიონში ჩვენი საჰაერო სივრცისკენ მიემართებოდა. ის ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს. რაკეტის ფრაგმენტი ჰათაის პროვინციაში ღია ტერიტორიაზე დაეცა. მსხვერპლი არ ყოფილა. ჩვენი ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის დასაცავად ყველა საჭირო ზომა უყოყმანოდ იქნება მიღებული. ნებისმიერ მტრულ ქმედებას საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, საჭირო რეაგირება მოჰყვება. ამ პროცესის განმავლობაში ნატო-სთან და ჩვენს მოკავშირეებთან კონსულტაციები და თანამშრომლობა გაგრძელდება“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დირექტორატის ხელმძღვანელმა, ბურჰანეტინ დურანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები