ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა ძალაშია
საქართველოს პრემიერმინისტრი და ნატო-ს გენერალური მდივანი ერთმანეთს შეხვდებიან. ნატო-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე განახლდა ინფორმაცია, რომლის თანახმად ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა დღეს გაიმართება. დღეს დაგეგმილი შეხვედრის შესახებ დაწერა Twitter-ზე ნატოს პრესსპიკერმა ოანა ლუნგესკუმაც.
„ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დღეს, 18 მაისს საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება“, – წერს ლუნგესკუ.
მანამდე დამდენიმე საათით ამავე გვერდზე ეწერა, რომ შეხვედრა გაუქმდა, თუმცა მიზეზი დაკონკრეტებული არ იყო.
გავრცელებული ინფორმაციით კი ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა ნატოს გენმდივნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაუქმდა. სტოლტენბერგს ერთი კვირის წინ კორონავირუსი ჰქონდა.