გია აბაშიძე – დერეკ შოლეს განცხადებაზე: დასავლეთის მიერ თითქოს იზოლაციაში მყოფ საქართველოში აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატი არ ჩამოვიდოდა და ამას არ დაწერდა
დასავლეთის მიერ თითქოს იზოლაციაში მყოფ საქართველოში აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატი არ ჩამოვიდოდა და ამას არ დაწერდა. “იზოლაცია და სანქციები” “ნაციონალური მოძრაობის” მუდმივი ფანტაზია და ილუზიაა, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, გია აბაშიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის დერეკ შოლეს Twitter – ზე გამოქვეყნებულ განცხადებას.
„დასავლეთის მიერ თითქოს იზოლაციაში მყოფ საქართველოში აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატი არ ჩამოვიდოდა და ამას არ დაწერდა. “იზოლაცია და სანქციები” “ნაციონალური მოძრაობის” მუდმივი ფანტაზია და ილუზიაა.
დერეკ შოლე, სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი:
დღეს თბილისში გავემგზავრებით, რათა განვიხილოთ ჩვენი საერთო ხედვა საქართველოს შესახებ, რომელიც სრულად არის ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში და მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ნაწილია”, – წერს აბაშიძე facebook – ზე.