“ყარაბაღის 44-დღიან ომთან დაკავშირებით ნიკოლ ფაშინიანი დაიკითხება” – სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ყარაბაღის 44-დღიან ომთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში დაიკითხება, თუმცა, დაკითხვის ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.

ამის შესახებ სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რაფაელ ვარდანიანმა ომში დაღუპული ჯარისკაცების მშობლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

17 მაისს არწახის ომში დაღუპულთა მშობლებმა საპროტესტო აქცია სააპელაციო სასამართლოსთან, გენერალურ პროკურატურასა და საგამოძიებო კომიტეტის სამხედრო სამმართველოსთან გამართეს და ომის საქმის დაუყოვნებლივ გამოძიება და ბრალდებულის სახით ნიკოლ ფაშინიანის დაკითხვა მოითხოვეს.

დღეს ისინი საგამოძიებო კომიტეტთან ისევ შეიკრიბნენ.

12 მაისს სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ დაღუპული ჯარისკაცების მშობლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა ომთან დაკავშირებით და ისინი დაზარალებულად ცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები