გაერო: ომის გამო უკრაინა 13-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა
ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 13-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა საკუთარი სახლი, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 6 მილიონზე მეტი ადამიანი გადავიდა უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში.
”უკრაინაში მუდმივად ცვალებადი მდგომარეობაა და საბოლოო ტენდენციებზე საუბარი ნაადრევია, სწორედ ამიტომ ეს რიცხვი არ აკლდება ლტოლვილთა საერთო რაოდენობას მანამ, სანამ მეტი ინფორმაცია არ დაგროვდება საზღვრისპირა გადაადგილებების შესახებ“, – წერია გაეროს ინფორმაციაში
”გაეროს” ბოლო მონაცემებით უკრაინიდან 6, 2 მილიონი ადამიანი გადავიდა სხვადასხვა ქვეყანაში, კერძოდ:
პოლონეთში – 3,376,992;
რუმინეთში – 919,574;
რუსეთში – 850,534;
უნგრეთში – 610,076;
მოლდოვაში – 464,294;
სლოვაკეთში – 424,027;
ბელორუსში – 27,308.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge