ოკუპანტებმა უკრაინაში მცენარეთა ერთადერთი გენეტიკური ბანკი გაანადგურეს
რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა უკრაინის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ერთადერთი ეროვნული ცენტრი გაანადგურეს, რომელიც ხარკოვში მდებარეობდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ჰუმანიტარული და საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტი ავრცელებს.
აღინიშნება, რომ ჭურვი მოხვდა იარევის სახელობის მცენარეული მრეწველობის ინსტიტუტის შენობას, სადაც ინახებოდა 160 ათასზე მეტი ჯიშის მცენარე მთელი მსოფლიოდან და ასი წლის განმავლობაში გროვდებოდა.
“მათ შორის იყო ასობით წლის ჯიშები, რომელთა აღდგენაც ვეღარ მოხერხდება. უკრაინის მცენარეთა გენეტიკური ბანკი მეორე მსოფლიო ომს, ხარკოვის ოკუპაციას გადაურჩა, მაგრამ ვერ გადაურჩა რუსების შემოჭრას”, – განაცხადეს კომიტეტში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge