რუსეთმა საქართველოსთან სახმელეთო საზღვარი გახსნა

რუსეთმა საქართველოსთან სახმელეთო საზღვარი გახსნა, რომელიც 2020 წლის 27 მარტს კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაიკეტა.

შესაბამისი ინფორმაცია რუსეთის იურიდიული ინფორმაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

​მანამდე, საქართველოსთან რუსეთის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო იყო მოგზაურობის დასაბუთება, კერძოდ, რომ მოგზაურობის მიზანი იყო განათლება, სამუშაო, მკურნალობა ან სხვა მიზეზები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები