Reuters: „აზოვსტალის“ ტერიტორია, სულ მცირე, შვიდმა ავტობუსმა დატოვა, რომლებშიც უკრაინელი სამხედროები იმყოფებოდნენ

მარიუპოლში, „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორია, სულ მცირე, შვიდმა ავტობუსმა დატოვა, რომლებშიც უკრაინელი სამხედროები იმყოფებოდნენ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ Reuters-ი შემთხვევის ადგილიდან თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს.

Reuters-ის ცნობით, ავტობუსებში მყოფ ზოგიერთ უკრაინელ სამხედროს ვიზუალურად დაზიანებები არ აღენიშნებოდათ.

უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ჯერ არ განუცხადებია, სად აპირებენ მარიუპოლის მებრძოლების წაყვანას, რომლებიც არ არიან დაჭრილები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები