ერევანში დღევანდელ აქციაზე 414 ადამიანი დააკავეს

ერევანში დღეს დილიდან პოლიციამ აქციის 414 მონაწილე დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.

დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა აეროპორტისა და ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსკენ მიმავალი გზების გადაკეტვა დაიწყეს.

დაკავებულთა შორის არიან სომხეთის მეორე პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ვაჟი – ლევონი; კუხო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, იური ხაჩატუროვის ვაჟი – იგორი. ყველა მათგანი დაკავებიდან სამ საათში უნდა იყოს გათავისუფლებული.

სომხეთის პარლამენტის წევრმა, ჰაიკ მამიანიანმა განაცხადა, რომ დაკავებისას პოლიციელმა 77 წლის ქალს ხელი მოტეხა. პენსიონერი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ერევანში დღევანდელი აქცია საღამოს მიტინგით დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები