ლვოვში აფეთქებების ხმა ისმის
ლვოვში აფეთქებების ხმა ისმის. უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპანტებმა სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტზე დარტყმა განახორციელეს.
ლვოვის მერი, ანდრი სადოვი მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
“ლვოვში რამდენიმე ლოკაციაზე აფეთქების ხმა გაისმა. ყველა დარჩით თავშესაფრებში”, – აცხადებს მერი.
ქალაქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge