გია ვოლსკი – ნიკა გვარამიაზე: არ შეიძლება, იპარავდე გარკვეული რაოდენობის მილიონებს და თავს პოლიტიკურ პატიმრად ასაღებდე

არ შეიძლება, იპარავდე გარკვეული რაოდენობის მილიონებს და პოლიტიკურ პატიმრად ასაღებდე თავს, – ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის შეფარდებას.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას დაჭერის პიროვნული ინტერესი არავის არ გააჩნია.

“არავის არავის დაჭერის პიროვნული ინტერესი არ გააჩნია, მაგრამ არ შეიძლება, იპარავდე გარკვეული რაოდენობის მილიონებს და პოლიტიკურ პატიმრად ასაღებდე თავს. სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაუპირისპირდეს აქცია იქნება თუ ცალკეული განცხადება იქნება, სამართლებრივად უნდა ჩამოაყალიბონ თავისი პოზიცია და დაამტკიცონ, რომ ადამიანმა კი არ მოიპარა, არამედ კომპანიის ინტერესების სასარგებლოდ იმოქმედა,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ე.წ. მანქანის ეპიზოდზე დამნაშავედ ცნო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები