უახლოეს კვირებში რუსეთი უკრაინაში საარტილერიო დარტყმებს გააძლიერებს – ბრიტანეთის დაზვერვის განახლებული ანგარიში

უახლოეს კვირებში რუსეთი დონბასის მიმართულებით შეტევებისთვის, სავარაუდოდ, საარტილერიო დარტყმებს გააძლიერებს.

ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის განახლებულ მოხსენებაშია ნათქვამი.

აღინიშნება, რომ რუსეთმა მიმართა განურჩეველი საარტილერიო თავდასხმების უფრო დიდ გამოყენებას ორი მიზეზით: სამიზნეების აღმოჩენის შეზღუდული შესაძლებლობები, ასევე, მათ არ სურთ სამხედრო თვითმფრინავების რეგულარული ფრენებით გარისკვა, მათი ჩამოგდების საფრთხის გამო.

მაგალითად, დაზვერვა მიუთითებს ჩერნიგოვის რეგიონზე, სადაც, რუსული ჯარების მიერ დაბომბვის შედეგად, საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის 80%-ია დაზიანებული.

„ამ ზარალის მასშტაბი მიუთითებს რუსეთის მზადყოფნაზე, გამოიყენოს არტილერია დასახლებული ტერიტორიების წინააღმდეგ, შერჩევითობის ან პროპორციულობის მინიმალური გათვალისწინებით“, – აცხადებენ ბრიტანეთის დაზვერვაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები