ირანში აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა მოსკოვთან ურთიერთობას არ გააფუჭებს

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა მოსკოვსა და თეირანს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობას არ გააფუჭებს.

როგორც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, საიდ ხატიბზადემ თქვა, ირანი შეეცდება, რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობები, ასევე, კიევთან არსებული კარგი ურთიერთობა კონფლიქტის მოსაგვარებლად გამოიყენოს.

„ირანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები სტრატეგიულია და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რაიმე პრობლემამ ეს ურთიერთობები დაანგრიოს. ჩვენ ვეცდებით გამოვიყენოთ მოსკოვთან ეს სტრატეგიული ურთიერთობები, ასევე, ჩვენი კარგი ურთიერთობა კიევთან გამოვიყენოთ, რომ დასრულდეს ეს ომი და ზიანი, რომელსაც ამ რეგიონის მოსახლეობა და თავად რეგიონი განიცდის“, – განაცხადა ხატიბზადემ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები