ტუნისში, შს მინისტრის სახლში აფეთქება მოხდა
ტუნისში, შინაგან საქმეთა მინისტრის, ტაუფიქ შარფედინის სახლში აფეთქება მოხდა, დაშავებულია მისი მეუღლე.
ამის შესახებ Sky News Arabia იტყობინება.
ტუნისის უსაფრთხოების სამსახურში ტელეარხს წყარომ განუცხადა, რომ აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა.
მინისტრის მეუღლე, დამწვრობით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.