მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის ტერიტორია დაახლოებით ათობით ავტობუსმა დატოვა, რომელშიც უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი სამხედრო იმყოფებოდა ავტობუსებში, რომლებმაც ქარხნის ტერიტორია დატოვეს.
ამასთან, „როტერსის“ ცნობით, ქარხნის ტერიტორიაზე 600-მდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. მათ შორის არიან დაჭრილები.
ცნობისთვის, დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ფოლადის საწარმოდან დაჭრილი უკრაინელი ძალების ევაკუაცია დაწყებულია.