საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად ელისაბედ ბორნი აირჩიეს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შრომის მინისტრი, ელისაბედ ბორნი საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრად აირჩია.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, საფრანგეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ჟან კასტექსი თანამდებობიდან დღეს გადადგა, რითაც საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონის ხელახლა არჩევის შემდეგ, გზა გაუხსნა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის განახლებას.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში, ელისაბედ ბორნი მეორე ქალია, რომელიც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად იქნა არჩეულია.