ლიეტუვის პრეზიდენტი: რუსეთის იმპერიის მადა უსაზღვროა, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ რუსეთის იმპერიის მადა უსაზღვროა, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს.

„ვფიქრობ, თუ პუტინს გაუმართლებს, მას შეუძლია ჩვენთან მოსვლა. ეს არ ეხება მხოლოდ ლიეტუვას, შემდეგი სამიზნე შეიძლება იყოს მოლდოვა, რუმინეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი. ამ იმპერიაში მადა უსაზღვროა“, – განაცხადა ნაუსედამ.

პრეზიდენტის თქმით, ლიეტუვის უსაფრთხოება მხოლოდ უკრაინაში ომის დასრულებაზე იქნება დამოკიდებული.

„ერთადერთი სცენარი, რომელიც დაიცავს ჩვენს ქვეყანას პუტინის აგრესიისგან, არის უკრაინის წარმატება. თუ პუტინს შეაჩერებენ, ეს შეიძლება მისი ეპოქის დასასრული იყოს“, – აღნიშნა ნაუსედამ.

კითხვაზე, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება, ნაუსედმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს რუსეთის ქმედებების შესაჩერებლად.

„თუ ჩვენ არაფერს გავაკეთებთ, ეს იქნება პირდაპირი მოწოდება პუტინისთვის, გააგრძელოს თავისი საქმიანობა“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები