ერთ დღეში 390 ათასზე მეტი ინფიცირებული – ჯანმო მზად არის, ჩრდილოეთ კორეას კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩრდილოეთ კორეაში კოროვირუსის გავრცელებით შეშფოთებულია და მზად არის, ქვეყანას ვირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს.

ამის შესახებ ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, პუნამ ხეტრაპალ სინგმა განაცხადა.

”ჯანმო შეშფოთებულია და მზად არის, მხარი დაუჭიროს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას და ხალხს პანდემიასთან ბრძოლასა და სიცოცხლეების გადარჩენაში”, – თქვა მან.

მისი თქმით, ჯანმო მზად არის, ფხენიანს გაუწიოს ტექნიკური მხარდაჭერა ტესტირების გაფართოების, პაციენტების მონიტორინგის გასაძლიერებლად, ასევე, საჭირო სამედიცინო მარაგი და მედიკამენტები მიაწოდოს.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 15 მაისს ქვეყანაში ინფიცირების 392 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, 8 პაციენტი გარდაიცვალა.

ადგილობრივი მედიის მონაცემით, აპრილის ბოლოდან ვირუსის გავრცელებიდან ქვეყანაში სულ 1,2 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებას 50-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. ქვეყანაში “ლოკდაუნია”გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები