დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „დაზღვევის შესახებ” კანონში ცვლილების პროექტზე იმსჯელა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „დაზღვევის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტზე იმსჯელეს.
„პროექტი ითვალისწინებს „დაზღვევის შესახებ” კანონის შესაბამისობაში მოყვანას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის დებულებებთან და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭებას”, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო იობაშვილმა, რომელმაც ასევე განმარტა, რომ წარდგენილი ცვლილება ხელს შეუწყობს აღნიშნული კანონის მოთხოვნების პრაქტიკაში იმპლემენტაციას. კომიტეტმა კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა.