განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2) მაჩვენებლის შეცვლის მიზნით გასაცემი მოსაკრებლის გადახდის ვადა 2025 წლის 1 იანვრამდე გადაიწევს
განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2) ზღვრული მაჩვენებლის შეცვლის მიზნით გასაცემი მოსაკრებლის გადახდის ვადა 2025 წლის 1 იანვრამდე გადაიწევს, ნაცვლად მოქმედი კანონმდებლობით განსზღვრული 2020 წლის 1 იანვრისა. ამას ითვალისწინებს „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილება, რომელზეც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტის კომიტეტმა მეორე მოსმენით იმსჯელა.
პარლამენტის წევრმა ბექა დავითულიანმა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ ეს იქნება ერთგვარი ხელშეწყობა მოსაკრებლის გადამხდელებისთვის, რომლებმაც ისარგებლეს მოქმედ კანონში არსებული განაწილვადების უფლებით, რათა 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით უზრუნველეყოთ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის შესაბამისი პროცედურების განხორციელება და არ გადაიხადეს მოსაკრებელი, რის გამოც მათ მიმართ დადგა შესაბამისი პასუხისმგებლობები და დაიწყო სამართალწარმოების პროცესები სასამართლოში.
„უნდა აღინიშნოს, რომ არსებული პანდემიური და ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, მათ მიმართ მოსაკრებლის გადახდის განაწილვადება 2025 წლის 1 იანვრამდე მათთვის ერთგვარი ხელშეწყობა იქნება, რაც თავის მხრივ მშენებლობის თვალსაზრისით გაჩერებულ პროცესებს გააუმჯობესებდა. რამდენადაც მათ დროულ დასრულებას მოქალაქეები ელოდებიან”, – განაცხადა მომხსენებელმა ბექა დავითულიანმა.
კანონპროექტს დეპუტატებმა კენჭისყრით დაუჭირეს მხარი.