McDonald’s-ი რუსეთს ტოვებს
McDonald’s-მა რუსული ბაზრის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთში ბიზნესის გაყიდვა დაიწყო.
ამის შესახებ კომპანიის პრესრელიზშია ნათქვამი.
„30 წელზე მეტი ხნის მუშაობის შემდეგ, კორპორაცია McDonald’s-ი ბაზრიდან გასვლას აცხადებს და რუსული ბიზნესის გაყიდვის პროცესი დაიწყო“, – ნათქვამია ანგარიშში.