რუსეთში აცხადებენ, რომ “აზოვსტალში” უკრაინელებთან მოლაპარაკებას აწარმოებენ

რუსი სამხედროები “აზოვსტალის” ტერიტორიაზე უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებას აწარმოებენ.

ამის შესახებ თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის “ვოსტოკის” ბრიგადის მეთაურმა, ალექსანდრე ხოდაკოვსკიმ განაცხადა.

„მოლაპარაკებების აქტიური ეტაპი მიმდინარეობს. ჩვენი რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე, ოფიცერი იმ ადამიანთა ჯგუფს შეჰყვა გვირაბში, საიდანაც ისინი მანამდე თეთრი დროშებით გამოვიდნენ. შედეგი ჯერ უცნობია”, – განაცხადა ხოდაკოვსკიმ.

მისი თქმით, მოლაპარაკებების საწარმოებლად უკრაინელების 9-კაციანი ჯგუფი გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები