პროექტ 30 UNDER 30 -ის გამარჯვებულებს შორის 5 თიბისელია

Forbes Georgia-მ მეოთხედ გამოავლინა პროექტ 30 Under 30-ის გამარჯვებული ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც თავიანთი გაბედულებით, ძალისხმევითა და ენთუზიაზმით აღწევენ წარმატებას და ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს.

ახალგაზრდებს შორის 5 თიბისელია, რომლებმაც გამარჯვება სხვადასხვა ნომინაციაში მოიპოვეს. დღეს, სწრაფად ცვალებად და გამოწვევებით სავსე სამყაროში, რომელზეც პანდემიის გავლენა დამანგრეველი ეფექტისაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახალგაზრდების მხარდაჭერა.

30 UNDER 30 სწორედ ამ სულისკვეთების მხარდასაჭერად არსებობს და მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების აღმოჩენას, რომლებმაც წარმატებას 30 წლამდე ასაკში მიაღწიეს. პროექტის ორგანიზატორები დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ქართველი ახალგაზრდების მიერ შემოტანილი ასობით აპლიკაციის დამუშავებასა და შეფასებას. Forbes Georgia-მ ამ მიზნის ირგვლივ უკვე მეოთხედ გააერთიანა სფეროს პროფესიონალები და ლიდერები – სწორედ ჟიურის წევრების დახმარებით გამოვარჩიეთ 30 წლამდე ასაკის ის ნოვატორები, რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და მუდმივად დინების საწინააღმდეგოდ მიდიან, პოზიტიური ცვლილებებისა და დიდი შედეგების იმედით.

წელს მედიისა და მარკეტინგის კატეგორიის აპლიკაციები ქვეყნის წამყვანი ბიზნესმედიების ხელმძღვანელებმა, დამფუძნებლებმა და მარკეტინგის პროფესიონალებმა შეაფასეს. სწორედ მათი დახმარებით გამოვავლინეთ ინდუსტრიის ის ახალგაზრდა ლიდერები, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარე ტრენდებს ეხმიანებიან და საქართველოში შესაფერისი სტანდარტების შექმნაში მონაწილეობენ.

• სალომე ჯანაშვილი – კია საქართველოსა და მიცუბიში მოტორს ჯორჯიას მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, CNICK-ის გლობალური მარკეტინგის დირექტორი.
• მარიამ ცანავა – თიბისი ბანკის მარკეტერი, აფვეის თანადამფუძნებელი და BTU-ს ასისტენტ-პროფესორი
• ნინა ჭელიძე – View, Inc.-ის ბიზნესგანვითარების მენეჯერი
• გიორგი ურუშაძე – Factory Berlin-ის არტდირექტორი და მარკეტერი, Tasteit-ის დამფუძნებელი და CEO
• თამარ ხოსროშვილი – პორშე ცენტრი თბილისის მარკეტინგის ხელმძღვანელი
• სალომე კუპრაშვილი – Cavea-ს მარკეტინგის დირექტორი ჟიური: გიორგი ისაკაძე, ოსმან თურანი, გიორგი პოპიაშვილი, მაია მირიჯანაშვილი, შოთა დიღმელაშვილი კულტურისა და სტილის კატეგორია აერთიანებს მუსიკას, ფერწერას, ლიტერატურას, თეატრს, კინოს, არქიტექტურას, დიზაინს, მოდასა და გართობას.

კატეგორიის ჟიურიში წელს გავაერთიანეთ აღნიშნული ინდუსტრიების ის წარმომადგენლები, რომლებიც როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო მასშტაბით არიან აღიარებულნი და თავიანთი სფეროს მომავალს ქმნიან – სწორედ მათ შეარჩიეს ახალგაზრდა კოლეგები, ვინც უკვე თუ არა, ძალიან მალე იმავე მასშტაბის წარმატების პოტენციალს წარმოაჩენს.R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები