სერგეი ლავროვი: კოლექტიურმა დასავლეთმა ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოგვიცხადა – ამის შედეგებს ყველა იგრძნობს გამონაკლისების გარეშე

კოლექტიურმა დასავლეთმა გამოგვიცხადა ტოტალური ჰიბრიდული ომი და რთულად პროგნოზირებადია, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, მაგრამ ცხადია, რომ ამის შედეგებს ყველა იგრძნობს გამონაკლისების გარეშე, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, “დასავლელმა პოლიტიკოსებმა უნდა გაიგონ, რომ რუსეთის იზოლირების გეგმები განწირულია”.

. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ თავიდან აგვერიდებინა პირდაპირი შეტაკება, მაგრამ რა თქმა უნდა, ნასროლ გამოწვევას ვიღებთ. სანქციები პრაქტიკულად ყოველთვის იყო. დასავლელმა პოლიტიკოსებმა უნდა გაიგონ, რომ ჩვენი ქვეყნის იზოლირების გეგმები განწირულია. ბევრი ექსპერტი ამას უკვე აღიარებს, მართალია არა ღიად, რადგან ღიად ამის თქმა არაპოლიტკორექტულია“, – თქვა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები