პუტინმა ფინეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ ნეიტრალიტეტზე უარის თქმა და NATO-ში გაწევრიანება შეცდომა იქნება
ფინეთის პრეზიდენტი რუს კოლეგას ტელეფონით ესაუბრა და შეატყობინა, რომ მისი ქვეყანა უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში NATO-ში გასაწევრიანებლად განაცხადს შეიტანს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ფინეთის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის მასშტაბურმა შეჭრამ უკრაინაში ფინეთის უსაფრთხოების გარემო შეცვალა.
თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა ფინეთის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ ნეიტრალიტეტზე უარის თქმა და NATO-ში გაწევრიანება შეცდომა იქნება, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს დააზიანებს.