ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიმართ აგრესიას, თავდასხმებს, – ასე ეხმიანება დედაქალაქის მერი კახა კალაძე გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის მისამართით „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას.
დედაქალაქის მერის თქმით, ძალიან ბევრი შემთხვევა იყო ისეთი, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არ ერიდებოდნენ და პირდაპირი ეთერის მეშვეობით შეურაცხმყოფელი სიტყვებით ამკობდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.
“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიმართ აგრესიას, თავდასხმებს. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შემთხვევა იყო ასეთი, როდესაც არ ერიდებოდნენ და პირდაპირი ეთერის მეშვეობით შეურაცხმყოფელ სიტყვებით ამკობდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, თუ მათ განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“, – აღნიშნა კალაძემ.