სოფელ ბერშუეთისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

 

გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ბერშუეთისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი, რომელიც ცენტრალური მაგისტრალიდან იწყება და სოფელ ბერშუეთის გარდა, სოფელ სობისსაც გაივლის,  მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებსაც მოიცავს.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, გზის სიგრძე 3 265 გრძივ მეტრია.

გარდა საავტომობილო გზის მონაკვეთისა, პროექტი ითვალისწინებს სანიაღვრე სისტემის, ეზოებში შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობასაც.

ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები