„ქართველ ერს სწორედ ახლა სჭირდება კეთილგონიერება, რომ საღად შევაფასოთ ქვეყანაში არსებული ურთულესი მდგომარეობა“

„ქართველ ერს სწორედ ახლა გჭირდება კეთილგონიერება, რომ საღად შევაფასოთ ქვეყანაში არსებული ურთულესი მდგომარეობა და დავდგეთ სინათლის მხარეს, რომელიც ტაძრამდე მიგვიყვანს“, – ასე ეხმაურება სტატუსით დღევანდელ ვითარებას სამხედრო ქალი, თამარ კიკნაძე, რომელიც ამჟამად ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის მისიაში იმყოფება.
სინათლის მხარეს დგომა მშვიდობის შენარჩუნებაა, რომელიც, მისი აზრით, საქართველოს პრემიერმინისტრის ამასწინანდელ განცხადებაში გამოიხატა და რომელსაც თამარ კიკნაძე  „უმაგრეს ადამიანად და სულით ხორცამდე პატრიოტ  ქართველად  მოიხსენიებს.
„ბატონო პრემიერო, თქვენ გვერდით დგას ჩვენი ქვეყნის საღად მოაზროვნე საზოგადოების დიდი ნაწილი, ვინც მშვიდობისა და ქვეყნის განვითარებისათვის ბოლომდე თქვენ გვერდით დადგება.
უფალმა გაგაძლიეროთ ბოროტებასთან უთანასწორო ბრძოლაში. უფალს და ყველა წმინდანს მუხლმოდრეკით შევავედრებ ჩემს ქვეყანას, რომ მშვიდობა ყოფილიყოს ჩემს ქვეყანაში,
მადლობა თქვენ და მადლობა უფალს, რომ დღეს თქვენ ბრძანდებით ქვეყნის სათავეში მშვიდობისა და გაძლიერების საწინდრად. და არა ქართველების სისხლმოწყურებული გიენები – ნაცხროვა.
დაიღალა ქართველი ერი ამ მარაზმის ყურებით, რასაც ნაცხროვა თავისი მასხარა სიმულანტი ბელადი მიშა და არასამთავრობოები მიზანმიმართულად სჩადიან, ძირს უთხრიან საქართველოს, მაგრამ მჯერა და დღეს მართლაც აქტუალურია ეს გამონათქვამი – „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“.
მჯერა, სულ მალე უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ შინაური თუ გარეული მტრების ბოგინი ჩემს ქვეყანაში. დროა, ჩემი ქვეყანა გაძლიერდეს და განვითარდეს.
უფალმა დაგლოცოთ, ბატონო პრემიერო, თქვენ და ის ადამიანები, ვინც მართლაც ერთგულად გიდგანან გვერდით და ასევე – ჩემი ბედკრული საქართველო. ქართველ ერს სწორედ ახლა სჭირდება კეთილგონიერება, რომ საღად შევაფასოთ ქვეყანაში არსებული ურთულესი მდგომარეობა და დავდგეთ სინათლის მხარეს, რომელიც ტაძრამდე მიგვიყვანს. როგორც „მონანიებაშია“, ის გზა  რა გზაა, რომელიც ტაძრამდე არ მიგვიყვანს. ჩემო კარგებო, არ დაგვავიწყდეს, ვისი გორისანი ვართ. ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდგამს… გაძლიერებას, მშვიდობას და განვითარებას ვუსურვებ ჩემს სამშობლოს, ჩემს დედა საქართველოს, ამინ!”, – წერს თამარ კიკნაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები