“მზად ვარ, პუტინს შუამავლების გარეშე დიალოგის და არა – ულტიმატუმის პირობით ველაპარაკო” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის კრემლის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს შუამავლების გარეშე შეხვდეს და არა ულტიმატუმის ენით, არამედ კონსტრუქციული დიალოგით ესაუბროს”.

ამის შესახებ მან იტალიურ Rai 1-თან ინტერვიუში თქვა.

„რაც შეეხება რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებს, ეს საკითხი დღითი დღე რთულდება, რადგან გამომდინარე იქიდან, რომ ყოველდღიურად ხდება პატარა ქალაქების დეოკუპაცია და ვხედავთ, დაცინვის, წამების, სიკვდილით დასჯის კვალს. ამიტომაც რთულდება მოლაპარაკებების შესაძლებლობის მომენტი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინულ საზოგადოებას 8 წლის განმავლობაში სურდა რუსეთის ფედერაციასთან საუბარი.

„ახლა საზოგადოება ამის მიმართ პოზიტიურად განწყობილი არ არის. მე, როგორც პრეზიდენტი, მზად ვარ, ვისაუბრო პუტინთან, მაგრამ მხოლოდ მასთან, შუამავლების გარეშე და დიალოგის პირობებით და არა ულტიმატუმებით“, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები