დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები ძალაში უნდა იყოს მანამ, სანამ რუსული ჯარები მთლიანად უკრაინიდან არ იქნება გაყვანილი.
ამის შესახებ BBC-ის რუსული რედაქცია წერს.
დიპლომატის თქმით, უკრაინის მოკავშირეებმა უნდა გადაწყვიტონ ახალი სანქციების შემოღება, ასევე, უკრაინის მხარდაჭერაში “ძალიან სწრაფად და შორს უნდა წავიდნენ”.
“უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საუკეთესო გზაა, რომ ქვეყანამ შეძლოს თავის დაცვა. ეს ნიშნავს, რომ უკრაინას უნდა მიეცეს ნატო-ს შესაბამისი იარაღისკენ გზა”, – თქვა ტრასმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge