ჩრდილოეთ კორეაში „სერიოზული საგანგებო მდგომარეობაა“ – ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას ვირუსთან გამკლავება გაუჭირდება
ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსი ძალას დღითი დღე იკრებს და 12 მაისს, ერთ დღეში უკვე 18 ათასი ინფიცირებული გამოვლინდა, ვირუსს 6 ადამიანი ემსხვერპლა.
ჯერჯერობით, უცნობია, როდის დაიწყო დაავადებამ გავრცელება, თუმცა, კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო KCNA-ს ცნობით, ვირუსმა “ძალიან სწრაფად” გავრცელება აპრილის ბოლოდან დაიწყო.
სააგენტოს ცნობით, საუბარია ქვეყანაში შექმნილ „სერიოზულ საგანგებო მდგომარეობაზე“. ქვეყნის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ქვეყანაში “ლოკდაუნი” უკვე გამოაცხადა.
თუმცა, დასავლელი ექსპერტები შიშობენ, რომ ჩრდილოეთ კორეის “ჯანდაცვის სისტემა გამოწვევას ვერ გაუმკლავდება”. 2020 წელს ფხენიანმა “გარესამყაროსთან” საზღვრები, ვირუსისგან დაცვის იმედით, მთლიანად ჩაკეტა.
მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩრდილოეთ კორეის 25 მილიონი მცხოვრებლიდან კორონავირუსისგან თითქმის არცერთი არ არის აცრილი.
ფხენიამა ჯანმო-ს პროგრამით ვაქცინების მიღებაზეც უარი თქვა, ასევე, არ მიიღო არც რუსეთის და არც ჩინეთის დახმარება.