ავღანეთში იმედოვნებენ, რომ რუსეთი პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც “თალიბანის” მთავრობას აღიარებს

მოსკოვში ავღანეთის საქმეთა დროებითმა ე.წ. რწმუნებულმა, ჯამალ ნასირ გარვალმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც “თალიბანის” მთავრობას აღიარებს.

ამის შესახებ მან “რია ნოვოსტი”-სთან საუბარში თქვა.

“ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს. ჩვენ განსაკუთრებით გვინდა, რომ რუსეთი გახდეს პირველი ქვეყანა, ვინც ამას ოფიციალურად გააკეთებს – აღიარებს”, – განაცხადა მან.

ამავე ინტერვიუდან ირკვევა, რომ “თალიბანს” სურს რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაფართოება და რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვა.

გარდა ამისა, ე.წ. რწმუნებულის თქმით, მოსკოვში “თალიბანის” ე.წ. სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი იგეგმება.

გარვალი ე.წ. რწმუნებულად აპრილში დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები