ჩრდილოეთ კორეაში “უცნობი ცხელება” უკვე 350 ათას ადამიანს შეეხო
ჩრდილოეთ კორეაში “უცნობი ცხელებაა” გავრცელებული, რომლის პირველი შემთხვევები აპრილის ბოლოს დაფიქსირდა.
ამის შესახებ Yonhap-ი ჩრდილოეთ კორეის მედიაზე დაყრდნობით წერს.
აღინიშნება, რომ დაავადება უკვე 350 ათასს ადამიანს შეეხო, მათგან 162 ათასმა მკურნალობა დაასრულა.
ამასთან, სააგენტო არ აზუსტებს, არის თუ არა ამ შემთხვევაში საუბარი COVID-19-ზე ან რაიმე სხვა დაავადებაზე.
წინა დღით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების “პირველი შემთხვევები” დაფიქსირდა.
მხოლოდ 12 მაისს ვირუსი 18 ათასს ადამიანს დაუდასტურდა, 6 გარდაიცვალა.