დნესტრისპირეთში ნავთობის საცავსა და ჯარში გამწვევი კომისიის შენობებს “მოლოტოვის კოქტეილები” ესროლეს

ტირასპოლში გამთენიისას უცნობმა პირებმა ნავთობის საცავისა და ჯარში გამწვევი კომისიის შენობის დაწვა სცადეს.

ამის შესახებ ინფორმაციას არაღიარებული დნესტრისპირეთის ე.წ. შსს ავრცელებს.

აღინიშნება, დილის 04:15 საათზე ნავთობის ერთ-ერთ საცავთან მანქანა გაჩერდა, საიდანაც “მოლოტოვის კოქტეილი” ისროლეს, რომლის შედეგად ბალახს ცეცხლი გაუჩნდა.

დაახლოებით, ნახევარი საათში კი, ჯარში გამწვევი კომისიის შენობას ასევე ორი “მოლოტოვის კოქტეილი” ესროლეს. მათგან ერთი ტროტუარზე დავარდა, მეორე კი ფანჯრის გისოსებში გაიჭედა. დაცვამ ცეცხლი მალევე ჩააქრო.

დაშავებულები არ არიან.

დნესტრისპირეთში 25 მაისამდე ტერორისტული საფრთხის წითელი დონე მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები