უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქში რუსული სამხედრო ვერტმფრენი Mi-24 ჩამოაგდეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქში რუსული სამხედრო ვერტმფრენი Mi-24 ჩამოაგდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო „ტელეგრამზე“ ავრცელებს.
„12 მაისს, ლუგანსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების 81-ე ცალკეული საავიაციო ბრიგადის საზენიტო მსროლელმა მტრის 4 ვერტმფრენი იპოვა და ერთ-ერთი მათგანი „სტინგერის“ საშუალებით ჩამოაგდო“, – წერს თავდაცვის სამინისტრო.