გაერომ უკრაინაში რუსული ჯარების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დაწყების შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ უკრაინაში რუსული ჯარების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დაწყების შესახებ რეზოლუცია მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაცია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ვებგვერდზეა განთავსებული.

რეზოლუციას, რომელიც 33 ხმით იქნა მიღებული, 2 მოწინააღმდეგე ჰყავდა, ხოლო 12-მა კენჭისყრისგან თავი შეიკავა.

„ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია უკრაინაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების შესახებ, რაც გამოწვეულია რუსეთის აგრესიით. საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მოთხოვნა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ და მოითხოვა გამოძიების ჩატარება დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის მხრიდან, მისი მანდატისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, და სხვა ეროვნულ და საერთაშორისო მექანიზმებთან კოორდინაციით, 2022 წლის თებერვლის ბოლოს და მარტში კიევის, ჩერნიგოვის, ხარკოვისა და სუმის რეგიონებში განვითარებულ მოვლენებზე“, – აღნიშნულია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები